четверг, 3 декабря 2015 г.

ისტ-ის ტრენინგი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის

2015 წლის 29 ნოემბერს ქ.ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დავიწყე ისტ-ის ტრენინგი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის მოსმენა.
ტრენერი: შორენა ბადურაშვილი
ტრენინგის მიზანი: მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, განმტკიცება.

I დღე: 30 ნოემბერი

ტრენინგი დაიწყო გაცნობითა და საკუთარი მოლოდინების გაზიარებით.
გავიარეთ გასული წლის ისტ-ის საგამოცდო ტესტი, ტრენერი პერიოდულად აკეთებდა შენიშვნებსა და კომენტარებს. გავეცანით ვიდეო მასალებს -კომპიუტერის ტიპები, აგებულება, გარე მოწყობილობები   და  ოპერაციული სისტემები, მათი სტრუქტურა, კონფიგურაციისა და რესურსების მართვის საშუალებები, სტანდარტული პროგრამები, მომხმარებლები, ფაილები და მათი გაზიარება, აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია შესახებ .  

ტრენინგს საინტერესოს ხდის ტრენერის გადმოცემის და დეტალური ანალიზის უნარი. 

II დღე:  5 დეკემბერი

ტრენინგის მეორე დღემ ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა, ვიმუშავეთ Poverpoint-ის პროგრამაზე, განვიხილეთ თითოეული ნიუანსი და დეტალი. ძალიან ბევრი საინტერესო აღმოვაჩინე.



III დღე:  6 დეკემბერი

მესამე დღე დაიწყო ისტ-ის საგნობრივი სტანდარტის განხილვით. შემდეგ ვიმუშავეთ Paint-ის პროგრამაში, შევქმენით ნახატი შესაბამისი მოთხოვნებით.


IV დღე: 12 დეკემბერი

აქტიურად ვიმუშავეთ Microsoft Exell 2007 პროგრამაში, დეტალურად გავაკეთეთ წინა წლის საგამოცდო ტესტის ნიმუშები.



V დღე: 13 დეკემბერი

შევასრულეთ დავალება: მაკროსი