среда, 20 апреля 2016 г.


ინტელის ტრენინგი, რომელიც ჩვენს სკოლაში მიმდინარეობდა 19 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, ტრენინგის განმავლობაში შევისწავლეთ:
  • პროექტის შაბლონის გადაგზავნა მონაწილეთათვის.    
  • საინფორმაციო ბუკლეტის გაცნობა.
  • პროგრამა ვორდში ბუკლეტის მომზადება
  • სურათების მოძიება და ბუკლეტში შეტანა.
  • XXI საუკუნის უნარ-ჩვევების დოკუმენტზე მუშაობა.
  • ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი ინდიკატორების შეტანა პროექტში,
  • პროექტის მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა.
  • მიმართულების მიმცემი საკვანო სიტყვების შევსება პროექტში
  • ბლოგზე რეგისტრაცია და რეფლექსიის გამოქვეყნება.
  • მოსწავლეთა დაწყვილების სხვადასხვა მეთოდების განხილვა.
  • პროექტის პრეზენტაციის მომზადება.
  • საპრეზენტაციო პროგრამა MS PowerPoint-ში მუშაობა(დიზაინის შერჩევა, სლაიდის ანიმაციის შექმნა, სურათების მოძიება ინტერნეტში და პრეზენტაციაში ჩასმა)
  • პრეზენტაცია საავტორო უფლებების შესახებ.
  • მოსწავლეთა ნიმუშის შექმნა.
  • პრეზენტაციის, ბროშურის და გაზეთის შაბლონის შევსება.
  • პრეზენტაციის შევსება მოსწავლის როლში.
  • პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეტანა ბლოგში.
  • სურათების მოძიება და შენახვა ინტერნეტში.
  • ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის მისამართის მითითება პროექტში.
  • ბლოგზე მუშაობა და ელ-პორტფოლიოს შექმნა (დიზაინის შერჩევა, გვერდების დამატება, ბლოგში დამატებითი პროგრამების შეტანა)
  • რეფლექსია ბლოგზე.
  • შეფასების სხვადასხვა ფორმის განხილვა
  • პროექტის გეგმის შევსება
  • პროექტის მსვლელობის აღწერა 
დღეს, XXI საუკუნეში, კომპიუტერული ცივილიზაციის პერიოდში, როგორც არასდროს ისეა საჭირო ტექნოლოგიების ცოდნა სასწავლო პროცესში. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო და მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.  ამ ტრენინგის ფარგლებში ჩემი პროექტის თემა იყო -  კომპიუტერი ჩვენს ცხოვრებაშირომელსაც აუცილებლად განვახორციელებ.
 მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ტრენერს ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს ყოველი დღის ნაყოფიერი, საინტერესო, ინოვაციური, შრომატევადი და გულისხმიერი მუშაობისათვის.

четверг, 3 декабря 2015 г.

ისტ-ის ტრენინგი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის

2015 წლის 29 ნოემბერს ქ.ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში დავიწყე ისტ-ის ტრენინგი პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის მოსმენა.
ტრენერი: შორენა ბადურაშვილი
ტრენინგის მიზანი: მასწავლებელთა საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარებისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, განმტკიცება.

I დღე: 30 ნოემბერი

ტრენინგი დაიწყო გაცნობითა და საკუთარი მოლოდინების გაზიარებით.
გავიარეთ გასული წლის ისტ-ის საგამოცდო ტესტი, ტრენერი პერიოდულად აკეთებდა შენიშვნებსა და კომენტარებს. გავეცანით ვიდეო მასალებს -კომპიუტერის ტიპები, აგებულება, გარე მოწყობილობები   და  ოპერაციული სისტემები, მათი სტრუქტურა, კონფიგურაციისა და რესურსების მართვის საშუალებები, სტანდარტული პროგრამები, მომხმარებლები, ფაილები და მათი გაზიარება, აუთენტიფიკაცია და ავტორიზაცია შესახებ .  

ტრენინგს საინტერესოს ხდის ტრენერის გადმოცემის და დეტალური ანალიზის უნარი. 

II დღე:  5 დეკემბერი

ტრენინგის მეორე დღემ ძალიან საინტერესოდ  ჩაიარა, ვიმუშავეთ Poverpoint-ის პროგრამაზე, განვიხილეთ თითოეული ნიუანსი და დეტალი. ძალიან ბევრი საინტერესო აღმოვაჩინე.



III დღე:  6 დეკემბერი

მესამე დღე დაიწყო ისტ-ის საგნობრივი სტანდარტის განხილვით. შემდეგ ვიმუშავეთ Paint-ის პროგრამაში, შევქმენით ნახატი შესაბამისი მოთხოვნებით.


IV დღე: 12 დეკემბერი

აქტიურად ვიმუშავეთ Microsoft Exell 2007 პროგრამაში, დეტალურად გავაკეთეთ წინა წლის საგამოცდო ტესტის ნიმუშები.



V დღე: 13 დეკემბერი

შევასრულეთ დავალება: მაკროსი

среда, 29 октября 2014 г.


პროექტი - ექსკურსია სამცხეში
სკოლა: სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის საჯარო წყალტუბოს №1 საჯარო
კლასი: VIII
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
კლასის ხელმძღვანელი: ინგა არაბიძე
ისტორიის მასწავლებელი: ფიქრია გიორხელიძე
მიზანი: საქართველოს ულამაზესი და მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხის სამცხის გაცნობა . მოსწავლეებში სოციალური და თვითმართვის,  კვლევის, შემოქმედებითი, დაგეგმვის უნარების განვითარება, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.
ჩართული მხარეები: კლასის დამრიგებელი, მშობლები, მოსწავლეები,  ისტორიის   მასწავლებელი, დირექცია.
ხანგრძლივობა 2 კვირა.
ამოცანები: 
1.საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც მოაგვარებს ტექნიკურ მხარეებს.(დოკუმენტები, ტრანსპორტირება, საკვები, თანხის შეგროვება)
 2. ექსკურსიის მოწყობა
3. კლასის დაყოფა ჯგუფებად და პრეზენტაციების მომზადება. (ნანახის შესახებ ღრმა ცოდნის შეძენის მიზნით )
 4. პრეზენტაციის მოწყობა.
განხორციელების გზები:
 მშობელთა კრებაზე  საინიციატივო ჯგუფის შექმნა ,- 3 მშობელი და 3 მასწავლებლის ოდენობით, რომლებიც მოაგვარებენ ტარანსპორტირების, კვების საკითხებს, მოაწესრიგებენ დოკუმენტაციას.
ქართულის,  ისტორიისა და  გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად  ექსკურსიის გეგმის შედგენა, იმის დადგენის მიზნით თუ რომელი ღირსშესანიშნაობების ნახვა იქნება შესაძლებელი .
ექსკურსიის მოწყობის შემდეგ ჯგუფებად დაყოფა და იმ ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მომზადება რომელთა დათვალიერება მოახდინეს .
პრეზენტაციები კლასის წინაშე.
საკლასო დისკუსია: რა იყო კარგი, ძალიან კარგი. რას შევცვლიდით.
რესურსი:
 ფოტოაპარატი, პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, თანხა 1000 ლარამდე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაათვალერებენ სამცხის ღირშესანიშნაობებს, ბავშვები უფრო მეტად დაუმეგობრდებიან ერთმანეთს. შემდგომი  სამუშაოები მათში გააღრმავებს ცოდნას, განუვითარებს კვლევის,დაგეგმვის უნარ-ჩვევებს. თავს იგრძნობენ დამოუკიდებელ ადამიანებად.   შეიძენენ და განუვითარდებათ სოციალური და თვითმართვის უნარებს
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება

ისტ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს ადამიანის უფლებების საფუძვლებ და მათი განვითარების ისტორიულ პირობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს რომელიმე ისტორიულ ეპოქასა და სახელმწიფოს, მის მაგალითზე აღწერს ყველაზე უუფლებო ადამიანების მდგომარეობას, ასახელებს ღირებულებებს  რომელთა უგულვებელყოფაც ხდებოდა აღწერილ შემთხვევებში და უფლებებს, რომლებიც ამ ადამიანებს ჰქონდათ;
(მოსწავლეები შეეხებიან ორ ისტორიულ პერიოდს 1. როდესაც სამცხე იყო თურქეთის ნაწილი და როდესაც საქართველო წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში შემავალი სახელმწიფო , ხაზს გაუსვამენ იმ უფლებებს რომელთა შელახვა ხდებოდა ამ დროს)

  • ისტორიიდან და სხვა საზოგადოების შემსწავლელი საგნებიდან  მიღებული ცოდნის საფუძველზე ადარებს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა კატეგორიას ( ჩამოთვლიან რომელი უფლებები ირღვეოდა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ისაუბრებენ ამ ღირებულებების შესახებ)

ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;( სოფელ ზარზმის მაგალითი, როდესაც ორი განსხვავებული რელიგია მშვიდობიანად თანაარსებობს)

·         მიმართულება: კულტურა და რელიგია

ისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს. აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით. მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე;
  • ილუსტრაციების გამოყენებით ცხრილში აჯგუფებს და განასხვავებს სხვადასხვა სტილით ნაგებ არქიტექტურის ძეგლებს;
(მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები მთლიანად ეხმიანება ამ მიმართულებას)


შემაჯამებელი შეხვედრისათვის დასასმელი კითხვები:
1) საქართველოს ჩვენს შემთხვევაში სამცხის  რომელ პოლიტიკურ პერიოდებს შევეხეთ ამ ექსკურსიის განმავლობაში?
2) რომელი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები იყვნენ ყველაზე უუფლებო?
ჩამოთვალეთ მათი რომელი უფლებები ირღვეოდა ძირითადად
3)ჩამოთვალეთ ის ღირებულებები ,რომლის პატივისცემაა აუცილებელი ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის, მოიყვანეთ მაგალითი ამ კონკრეტული ექსკურსიის გათვალისწინებით.
პრეზენტაციები ჩამონათვალი

§  სამცხის გეოგრაფიული დახასიათება
§  საქართველო XIV საუკუნეში
§  ჯაყელები
§  რაბათი
§  საფარა
§  ვარძია
§  ზარზმის მდებარეობა და მხატვრობა
§  ზარზმის სასწაულები
§  ზარზმა დღეს
§  მწვანე მონასტერი

პროექტის, კლასის ხელმძღვანელი ინგა არაბიძე
ისტორიის მასწავლებელი:  ფიქრია გიორხელიძე

                                               ექსკურსიის გეგმა
1
მარშრუტი
იმერეთი – სამცხე
2
რიცხვი
2013წლის  19 ოქტომბერი

3
კლასი და მოსწავლეთა რაოდენობა
VIII-ა კლასის 20 მოსწავლე

4

აქტივობები
უბისას მოლოცვა
საუზმე
მწვანე მონასტრის მოლოცვა
სადილი
რაბათის დათვალიერება
ზარზმის დათვალიერება
სამხარი, თავისუფალი დრო.

პროექტის, კლასის ხელმძღვანელი: ინგა არაბიძე
ისტორიის მასწავლებელი:  ფიქრია გიორხელიძე


воскресенье, 27 июля 2014 г.

ცხელი ზაფხული

ზაფხული - წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი). შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება.
ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამპერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.

 

მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.

 



ზაფხული


ცხელი ზაფხული თსუ-ში



ზაფხულის გრაფიკი