среда, 29 октября 2014 г.


პროექტი - ექსკურსია სამცხეში
სკოლა: სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის საჯარო წყალტუბოს №1 საჯარო
კლასი: VIII
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
კლასის ხელმძღვანელი: ინგა არაბიძე
ისტორიის მასწავლებელი: ფიქრია გიორხელიძე
მიზანი: საქართველოს ულამაზესი და მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ისტორიულ-გეოგრაფიული კუთხის სამცხის გაცნობა . მოსწავლეებში სოციალური და თვითმართვის,  კვლევის, შემოქმედებითი, დაგეგმვის უნარების განვითარება, პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება.
ჩართული მხარეები: კლასის დამრიგებელი, მშობლები, მოსწავლეები,  ისტორიის   მასწავლებელი, დირექცია.
ხანგრძლივობა 2 კვირა.
ამოცანები: 
1.საინიციატივო ჯგუფის შექმნა, რომელიც მოაგვარებს ტექნიკურ მხარეებს.(დოკუმენტები, ტრანსპორტირება, საკვები, თანხის შეგროვება)
 2. ექსკურსიის მოწყობა
3. კლასის დაყოფა ჯგუფებად და პრეზენტაციების მომზადება. (ნანახის შესახებ ღრმა ცოდნის შეძენის მიზნით )
 4. პრეზენტაციის მოწყობა.
განხორციელების გზები:
 მშობელთა კრებაზე  საინიციატივო ჯგუფის შექმნა ,- 3 მშობელი და 3 მასწავლებლის ოდენობით, რომლებიც მოაგვარებენ ტარანსპორტირების, კვების საკითხებს, მოაწესრიგებენ დოკუმენტაციას.
ქართულის,  ისტორიისა და  გეოგრაფიის მასწავლებელთან ერთად  ექსკურსიის გეგმის შედგენა, იმის დადგენის მიზნით თუ რომელი ღირსშესანიშნაობების ნახვა იქნება შესაძლებელი .
ექსკურსიის მოწყობის შემდეგ ჯგუფებად დაყოფა და იმ ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის მომზადება რომელთა დათვალიერება მოახდინეს .
პრეზენტაციები კლასის წინაშე.
საკლასო დისკუსია: რა იყო კარგი, ძალიან კარგი. რას შევცვლიდით.
რესურსი:
 ფოტოაპარატი, პროექტორი, კომპიუტერი, თაბახის ფურცლები, თანხა 1000 ლარამდე.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაათვალერებენ სამცხის ღირშესანიშნაობებს, ბავშვები უფრო მეტად დაუმეგობრდებიან ერთმანეთს. შემდგომი  სამუშაოები მათში გააღრმავებს ცოდნას, განუვითარებს კვლევის,დაგეგმვის უნარ-ჩვევებს. თავს იგრძნობენ დამოუკიდებელ ადამიანებად.   შეიძენენ და განუვითარდებათ სოციალური და თვითმართვის უნარებს
კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:

მიმართულება: ადამიანი და საზოგადოება

ისტ.VIII.11.   მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზს ადამიანის უფლებების საფუძვლებ და მათი განვითარების ისტორიულ პირობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს რომელიმე ისტორიულ ეპოქასა და სახელმწიფოს, მის მაგალითზე აღწერს ყველაზე უუფლებო ადამიანების მდგომარეობას, ასახელებს ღირებულებებს  რომელთა უგულვებელყოფაც ხდებოდა აღწერილ შემთხვევებში და უფლებებს, რომლებიც ამ ადამიანებს ჰქონდათ;
(მოსწავლეები შეეხებიან ორ ისტორიულ პერიოდს 1. როდესაც სამცხე იყო თურქეთის ნაწილი და როდესაც საქართველო წარმოადგენდა საბჭოთა კავშირში შემავალი სახელმწიფო , ხაზს გაუსვამენ იმ უფლებებს რომელთა შელახვა ხდებოდა ამ დროს)

  • ისტორიიდან და სხვა საზოგადოების შემსწავლელი საგნებიდან  მიღებული ცოდნის საფუძველზე ადარებს ადამიანის უფლებათა სხვადასხვა კატეგორიას ( ჩამოთვლიან რომელი უფლებები ირღვეოდა პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ისაუბრებენ ამ ღირებულებების შესახებ)

ისტ.VIII.12.  მოსწავლეს შეუძლია  დაახასიათს საზოგადოებაში მშვიდობიანი თანაარსებობისთვის აუცილებელი  პირობები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ჩამოთვლის იმ ღირებულებებს, რომლების პატივისცემა აუცილებელია ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის; დასაბუთებისას იყენებს ადამიანების (მაგ.: განსხვავებული რასის, ეროვნების ან სარწმუნოების) მშვიდობიანი თანაცხოვრების მისთვის ცნობილ მაგალითებს ისტორიიდან და თანამედროვეობიდან;( სოფელ ზარზმის მაგალითი, როდესაც ორი განსხვავებული რელიგია მშვიდობიანად თანაარსებობს)

·         მიმართულება: კულტურა და რელიგია

ისტ.VIII.16.  მოსწავლეს შეუძლია  აღწეროს მსოფლიო კულტურის შედევრები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ჩამოთვლის მსოფლიო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ძეგლებს. აჯგუფებს მათ ისტორიული ეპოქების მიხედვით. მსჯელობს მათი შექმნის ისტორიაზე;
  • ილუსტრაციების გამოყენებით ცხრილში აჯგუფებს და განასხვავებს სხვადასხვა სტილით ნაგებ არქიტექტურის ძეგლებს;
(მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები მთლიანად ეხმიანება ამ მიმართულებას)


შემაჯამებელი შეხვედრისათვის დასასმელი კითხვები:
1) საქართველოს ჩვენს შემთხვევაში სამცხის  რომელ პოლიტიკურ პერიოდებს შევეხეთ ამ ექსკურსიის განმავლობაში?
2) რომელი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები იყვნენ ყველაზე უუფლებო?
ჩამოთვალეთ მათი რომელი უფლებები ირღვეოდა ძირითადად
3)ჩამოთვალეთ ის ღირებულებები ,რომლის პატივისცემაა აუცილებელი ადამიანების მშვიდობიანი თანაარსებობისათვის, მოიყვანეთ მაგალითი ამ კონკრეტული ექსკურსიის გათვალისწინებით.
პრეზენტაციები ჩამონათვალი

§  სამცხის გეოგრაფიული დახასიათება
§  საქართველო XIV საუკუნეში
§  ჯაყელები
§  რაბათი
§  საფარა
§  ვარძია
§  ზარზმის მდებარეობა და მხატვრობა
§  ზარზმის სასწაულები
§  ზარზმა დღეს
§  მწვანე მონასტერი

პროექტის, კლასის ხელმძღვანელი ინგა არაბიძე
ისტორიის მასწავლებელი:  ფიქრია გიორხელიძე

                                               ექსკურსიის გეგმა
1
მარშრუტი
იმერეთი – სამცხე
2
რიცხვი
2013წლის  19 ოქტომბერი

3
კლასი და მოსწავლეთა რაოდენობა
VIII-ა კლასის 20 მოსწავლე

4

აქტივობები
უბისას მოლოცვა
საუზმე
მწვანე მონასტრის მოლოცვა
სადილი
რაბათის დათვალიერება
ზარზმის დათვალიერება
სამხარი, თავისუფალი დრო.

პროექტის, კლასის ხელმძღვანელი: ინგა არაბიძე
ისტორიის მასწავლებელი:  ფიქრია გიორხელიძე


Комментариев нет:

Отправить комментарий