воскресенье, 27 июля 2014 г.

ცხელი ზაფხული

ზაფხული - წელიწადის დრო, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის მზებუდობის მომენტიდან (21 ან 22 ივნისი). შემოდგომის ბუნიობის მომენტამდე (23 სექტემბერი) გრძელდება.
ჩვეულებრივ ზაფხულს უწოდებენ ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებს. ამპერიოდში სამხრეთ ნახევარსფეროში ზამთარია.
ზაფხული წელიწადის ყველაზე თბილი დროა. დღეები კვლავ იზრდება, თუმცა 22 ივნისიდან მოკლდება.

 

მწიფდება ხილი, ივსება თავთავი, ფრინველებს და ცხოველებს ბევრი საკვები უჩნდებათ.

 



ზაფხული


ცხელი ზაფხული თსუ-ში



ზაფხულის გრაფიკი

пятница, 25 июля 2014 г.

დავალება №4

უჩვეულო 14  დეკემბერი
 ქალაქ  წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში



   უჩვეულო იყო 14 დეკემბერი ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სტუმართა სიმრავლე დილიდანვე შეიმჩნეოდა, მასწავლებლებიც რაღაც განსაკუთრებული ფუსფუსით გამოირჩეოდნენ ამ დღეს, თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სკოლაში სასწავლო გეგმის მიხედვით ღია კარის დღე იმართება და  ქალაქის საუკონოვან ტრადიციულ  სკოლაში დილიდან სტუმართათვის ჩვეული მასპინძლობისთვის ემზადებოდნენ.
     პირველი გაკვეთილიც „თაობათა ბრძოლა“ (XI-ა კლასი) თითქოს ერთგვარი ხიდი იყო თანადროულობასთან, რომელიც ძალიან საინტერესოდ იყო შერწყმული მათემატიკურ „გრაფთან“(მასწავლებლები დოდო ხაჩიძე და თამილა ჭოლაძე).


   მეორე   გაკვეთილზე (თემა „საკოორდინატო სიბრტყე“) მასწავლებლების მანანა წულაიას და ნათელა ჭოლოკავას უჩვეულო ტანდემი შესდგა და ვრწმუნდებით რომ ასეთი მასწავლებლების დახმარებით ჩვენი მოსწავლეები აქ ნასწავლი ორიენტაციით  ცხოვრებაშიც  სწორად გაიგნებენ გზას.


  





   მესამე გაკვეთილზე სტუმრებთან ერთად საინტერესო გაკვეთილი მოვისმინეთ IX კლასში „სადაურსა სად წაიყვან“, რომელიც მასწავლებელთა (ფაქიზო ფანჩულიძე და იზო ჯანგავაძე) გონივრული სტრატეგიებით წარიმართა და მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ დონეს წარმოაჩენდა.

  

 მეოთხე გაკვეთილზე II კლასს ვსტუმრობდით, სადაც  თემა „დროის ფასი“ ძალიან საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმართა ახალგაზრდა, კრეატიულმა მასწავლებელმა თეა ჭუმბურიძემ. გაკვეთილზე იყო მინი სპექტაკლი და მოსწავლეებმა ღირსეული აპლოდისმენტები დაიმსახურეს.    



                                         

    მეხუთე გაკვეთილი იყო ძალიან აქტუალურ თემაზე „მობილური, მისი “+” და “-“, რომელიც ნოვატორული სიტყვა იყო სწავლებაში, რადგან რუსული ენისა და ბიოლოგიის გაკვეთილების ინტეგრირება იყო. (პედაგოგები ქეთევან ჯიქია და რუსუდან ჯიშკარიანი).



    მეექვსე გაკვეთილი კი ერთგვარი გაგრძელება იყო პირველის, რადგან აქ მოვისმინეთ პასუხი იმ მოსწავლეების, რომლებიც XII კლასს ამთავრებენ და თავის მასწავლებელს  გამოცდა ჩააბარეს საინტერესო და ორიგინალური პასუხით.



პრეზენტაცია: XII-ა კლასის მოსწავლე სალომე ჯიმშელეიშვილი
  დღის კულმინაცია კი ლიტერატურული სალონის „ოტიაური“-ს მიერ გამართული  გალაქტიონის პოეზიის საღამო იყო, სადაც სკოლის X და XI კლასის ვაჟების მიერ წაკითხული ლექსებით მონუსხული დარბაზი ოვაციებს ვერ ფარავდა.   




       ეს დღე ლამაზ ფურცლად დარჩება სკოლის ისტორიაში. 

четверг, 24 июля 2014 г.

პროგრამა Paint-ში მუშაობა, ფაილი და საქაღალდე Window xp-ში მუშაობის უნარები.


 I   - თავის შემაჯამებელი გაკვეთილი
საგნობრივი სფერო: ისტ
სამიზნე ჯგუფი: V კლასი
 შემაჯამებელი - პროგრამა Paint-ში მუშაობა, ფაილი და საქაღალდე Window xp-ში მუშაობის უნარები.

მისაღწევი შედეგები:
ის.ტექნ. V.4.
·         მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.
ის.ტექნ. V.6.
·         იყენებს ტექსტური , გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯობესებლად ( მაგ.: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შეჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა).
გაკვეთილის მსვლელობა:

საორგანიზაციო საკითხები - 2წთ.
შემსწავლელი მასალის კითხვა - პასუხებით გამეორება, გონებრივი იერიში - 8წთ.
მაგ.: როგორ ხდება პროგრამების გახსნა start - მენიუდან?
როგორ ვკრებთ ასოებს: „ჭ“, „ღ“, „თ“, „შ“, „ჟ“, „ჩ“, „ძ“.
როგორ იზომება მონაცემები და რა არის ინფორმაციის საზომი ერთეული? და ა.შ.

შემდეგ მოსწავლ;ეებს ურიგდებათ მცირე ზომის ტექსტები და ახდენენ ამ ტექსტის აკრეფას Wordpad-ში,  ყველა ნორმის დაცვით და  საქაღალდეში ინახავენ  დოკუმენტებს. – 15წთ.

გადავდივართ როგრამა Paint-ში

მოსწავლეებს აქვთ დავალება: გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ნახატის შექმნა და გაფერადება. ნახატის მონიშვნა, ზომის შეცვლა, კოპირება, ცხელი კლავიშების გამოყენება და ა.შ. – 15წთ.

შეჯამება: მოსწავლეებს ვეკითხები თუ რა მოეწონათ და როგორი კმაყოფილები არიან ამ გაკვეთილით - 3წთ.

შეფასება: განმსაზღვრელი - 2წთ.

მასალები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.

მეთოდები: ინდივიდუალური

ხელსაწყოები:  30 კომპიუტერი, სახელმძღვანელო, პროექტორი.