უჩვეულო 14 დეკემბერი
ქალაქ წყალტუბოს №1 საჯარო სკოლაში
უჩვეულო იყო 14 დეკემბერი ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში, სტუმართა სიმრავლე დილიდანვე შეიმჩნეოდა, მასწავლებლებიც რაღაც განსაკუთრებული ფუსფუსით გამოირჩეოდნენ ამ დღეს, თუმცა ეს არც იყო გასაკვირი, რადგან სკოლაში სასწავლო გეგმის მიხედვით ღია კარის დღე იმართება და ქალაქის საუკონოვან ტრადიციულ სკოლაში დილიდან სტუმართათვის ჩვეული მასპინძლობისთვის ემზადებოდნენ.
პირველი გაკვეთილიც „თაობათა ბრძოლა“ (XI-ა კლასი) თითქოს ერთგვარი ხიდი იყო თანადროულობასთან, რომელიც ძალიან საინტერესოდ იყო შერწყმული მათემატიკურ „გრაფთან“(მასწავლებლები დოდო ხაჩიძე და თამილა ჭოლაძე).
მეორე გაკვეთილზე (თემა „საკოორდინატო სიბრტყე“) მასწავლებლების მანანა წულაიას და ნათელა ჭოლოკავას უჩვეულო ტანდემი შესდგა და ვრწმუნდებით რომ ასეთი მასწავლებლების დახმარებით ჩვენი მოსწავლეები აქ ნასწავლი ორიენტაციით ცხოვრებაშიც სწორად გაიგნებენ გზას.
მესამე გაკვეთილზე სტუმრებთან ერთად საინტერესო გაკვეთილი მოვისმინეთ IX კლასში „სადაურსა სად წაიყვან“, რომელიც მასწავლებელთა (ფაქიზო ფანჩულიძე და იზო ჯანგავაძე) გონივრული სტრატეგიებით წარიმართა და მოსწავლეთა მაღალ აკადემიურ დონეს წარმოაჩენდა.
მეოთხე გაკვეთილზე II კლასს ვსტუმრობდით, სადაც თემა „დროის ფასი“ ძალიან საინტერესოდ და შემოქმედებითად წარმართა ახალგაზრდა, კრეატიულმა მასწავლებელმა თეა ჭუმბურიძემ. გაკვეთილზე იყო მინი სპექტაკლი და მოსწავლეებმა ღირსეული აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
მეხუთე გაკვეთილი იყო ძალიან აქტუალურ თემაზე „მობილური, მისი “+” და “-“, რომელიც ნოვატორული სიტყვა იყო სწავლებაში, რადგან რუსული ენისა და ბიოლოგიის გაკვეთილების ინტეგრირება იყო. (პედაგოგები ქეთევან ჯიქია და რუსუდან ჯიშკარიანი).
მეექვსე გაკვეთილი კი ერთგვარი გაგრძელება იყო პირველის, რადგან აქ მოვისმინეთ პასუხი იმ მოსწავლეების, რომლებიც XII კლასს ამთავრებენ და თავის მასწავლებელს გამოცდა ჩააბარეს საინტერესო და ორიგინალური პასუხით.
პრეზენტაცია: XII-ა კლასის მოსწავლე სალომე ჯიმშელეიშვილი
დღის კულმინაცია კი ლიტერატურული სალონის „ოტიაური“-ს მიერ გამართული გალაქტიონის პოეზიის საღამო იყო, სადაც სკოლის X და XI კლასის ვაჟების მიერ წაკითხული ლექსებით მონუსხული დარბაზი ოვაციებს ვერ ფარავდა.
ეს დღე ლამაზ ფურცლად დარჩება სკოლის ისტორიაში.
ეს ღონისძიება შთამბეჭდავი იყო , მაგრამ მას დაუვიწყარს ხდის შენი პოსტები, ფოტოები, ვიდეოები- ყველგან... ინგა ჩვენი სკოლის მემატიანე ხარ!
ОтветитьУдалить