четверг, 24 июля 2014 г.

პროგრამა Paint-ში მუშაობა, ფაილი და საქაღალდე Window xp-ში მუშაობის უნარები.


 I   - თავის შემაჯამებელი გაკვეთილი
საგნობრივი სფერო: ისტ
სამიზნე ჯგუფი: V კლასი
 შემაჯამებელი - პროგრამა Paint-ში მუშაობა, ფაილი და საქაღალდე Window xp-ში მუშაობის უნარები.

მისაღწევი შედეგები:
ის.ტექნ. V.4.
·         მონაცემთა და ციფრული მასალის შესანახად ადეკვატურად შეარჩევს და იყენებს მოწყობილობასა და ადგილს.
ის.ტექნ. V.6.
·         იყენებს ტექსტური , გრაფიკული და აუდიო მასალის შესაქმნელი საშუალების შესაძლებლობებს ციფრული მასალის საკომუნიკაციო ხარისხის გასაუმჯობესებლად ( მაგ.: ტექსტურ რედაქტორში ასოების ზომების, სტილისა და ფერის შეჩევა, ტექსტის ენობრივი გამართულობა).
გაკვეთილის მსვლელობა:

საორგანიზაციო საკითხები - 2წთ.
შემსწავლელი მასალის კითხვა - პასუხებით გამეორება, გონებრივი იერიში - 8წთ.
მაგ.: როგორ ხდება პროგრამების გახსნა start - მენიუდან?
როგორ ვკრებთ ასოებს: „ჭ“, „ღ“, „თ“, „შ“, „ჟ“, „ჩ“, „ძ“.
როგორ იზომება მონაცემები და რა არის ინფორმაციის საზომი ერთეული? და ა.შ.

შემდეგ მოსწავლ;ეებს ურიგდებათ მცირე ზომის ტექსტები და ახდენენ ამ ტექსტის აკრეფას Wordpad-ში,  ყველა ნორმის დაცვით და  საქაღალდეში ინახავენ  დოკუმენტებს. – 15წთ.

გადავდივართ როგრამა Paint-ში

მოსწავლეებს აქვთ დავალება: გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ნახატის შექმნა და გაფერადება. ნახატის მონიშვნა, ზომის შეცვლა, კოპირება, ცხელი კლავიშების გამოყენება და ა.შ. – 15წთ.

შეჯამება: მოსწავლეებს ვეკითხები თუ რა მოეწონათ და როგორი კმაყოფილები არიან ამ გაკვეთილით - 3წთ.

შეფასება: განმსაზღვრელი - 2წთ.

მასალები: სახელმძღვანელო, კომპიუტერი, პროექტორი.

მეთოდები: ინდივიდუალური

ხელსაწყოები:  30 კომპიუტერი, სახელმძღვანელო, პროექტორი.

Комментариев нет:

Отправить комментарий